აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის 21-წლამდელებისა და ბრიტანეთის ნაკრების თავკაცმა სტიუარტ პირსმა გაავრცელა. "სპორტსმეილი" ვარაუდობს, რომ ამ 7 ფეხბურთელში, მიუხედავად უელსის ფეხბურთის ფედერაციისგან არნახული ზეწოლისა, არ უნდა იყვნენ რაიან გიგზი, გარეთ ბეილი და აარონ რემსი.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფეხბურთელებს სთხოვა, ოფიციალურად გაეგზავნათ წერილი, სადაც ისინი უარს იტყოდნენ ოლიმპიურ გუნდში თამაშზე. ვადა ორშაბათს ამოიწურა და 184 ფეხბურთელიდან, თეორიულად ვისი კანდიდატურაც განიხილებოდა, უარი, როგორც ვთქვით, შვიდმა ადამიანმა თქვა.
ასოციაცია მათი ვინაობის
ამასობაში სპორტული ვებგვერდების ცნობით, ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშის სურვილი რაინ გიგზმა და დევიდ ბექჰემმა თავად გამოთქვეს. მოგეხსენებათ, 18 ფეხბურთელიდან პირსს მხოლოდ 5-ის წაყვანა შეუძლია, რომელთა ასაკი 23-ს აღემატება.
"ჩვენ ბევრი დადებითი პასუხი მივიღეთ ბრიტანელი ფეხბურთელებისგან, ვისაც ასოციაციამ აცნობა, რომ ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებად განიხილებიან, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოლიმპიური თამაშები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მათთვის. ფეხბურთელებს ესმით, თუ რამხელა პერსპექტივა აქვთ, როცა ბრიტანეთის ნაკრებში თამაშს თანხმდებიან," - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დერილ სიბილმა.
"დეილი მეილის" ინფორმაციით, ნაკრებში მოხვედრაზე თავად გამოთქვა პრეტენზია "ვულვერჰემპტონის" 24 წლის თავდამსხმელმა სტივენ ფლეტჩერმა. მას შოტლანდიის ნაკრების თავკაც კრეიგ ლევაინთან კონფლიქტი აქვს და სანამ 47 წლის სპეციალისტი თანამდებობაზეა, გუნდში დაბრუნებას არც აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"