ლონდონის ნაცნობი ხედები

AutoSharing Option

ავსტრალიელი მეკარის მარკ შვარცერის "ფულჰემიდან" "არსენალში" გადასვლის საქმიდან არაფერი გამოვიდა - 37 წლის გოლკიპერი "კრეივენ კოტეჯზე" რჩება. რატომ არ შედგა გარიდება ლონდონის კლუბებს შორის? ბანალური მიზეზის გამო: "მეთოფეები" 2 მილიონ ფუნტს იძლეოდნენ, "ფულჰემს" კი მეტი უნდოდა და გაჯიუტდა. მოგეხსენებათ, თავად შვარცერს გული "არსენალისკენ" მიუწევდა, მაგრამ ვერაფერს რომ გახდა დამშვიდდა. ამრიგად, ავსტრალიელი ძველ გუნდში დარჩა, რაც ძალიან ეწყინა დევიდ სტოკდეილს, მეკარეს, რომელიც ამიერიდან, ალბათ მისი სათადარიგო გახდება, არადა იმედოვნებდა, რომ ძირითადში ითამაშებდა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს მოაწონებდა თავს.

ასე და ამგვარად,

11 სექტემბერს, პრემიერლიგის მეოთხე ტურში, "ფულჰემისა" "ვულვერჰემპტონის" შეხვედრაში შვარცერი კვლავ თავის ჩვეულ ადგილს დაიკავებს. დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა:

"კლუბში მარკის მდგომარეობაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ მის გაყიდვას დატოვება გვერჩივნა. გვესმის, რომ "არსენალს" მეკარეებთან დაკავშირებით სპეციფიური სიტუაცია აქვს, ჩრდილო ლონდონელები შვარცერის შეძენით ძალიან გახლდნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ჩვენ გოლკიპერთან გამოთხოვება ნამდვილად არ გვაწყობდა".

შემდეგ უელსელმა სპეციალისტმა "ფულჰემის" თავდამსხმელის ბობი ზამორას შესახებაც თქვა: "კარგ ფეხბურთელებზე ყოველთვის ნადირობენ, ამიტომ ინტერესი, რომელსაც სხვა კლუბებში ბობი ზამორა იწვევდა ნამდვილად არ გაგვკვირვებია, თუმცა მასტან დაკავშირებით იმთავითვე ნათლად ვამბობდით: ზამორა ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არ გავყიდით".
ზამორას გადაბირებით "ლივერპული" იყო დაინტერესებული. სხვათა შორის, თავად "ფულჰემსაც" ჰქონდა ბაზარზე ინტერესი - "მანჩესტერ სიტის" პარაგვაელი თავდამსხმელის როკე სანტა კრუსის ყიდვა უნდოდა, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.
 "ჩვენ სანტა კრუსის ფასი გავიკითხეთ, მაგრამ იმაზე მეტს, რისი საშუალებაც გვაქვს, ნამდვილად ვერ გადავიხდიდით"

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული