თეო უოლკოტის ამბავი ადრე მოგახსენეთ: "არსენალის" გარემარბი BBC-ზე ტურის მიმოხილვის Match of the Day-ს წამყვანმა, წარსულში "ლივერპულის" ცნობილმა ფეხბურთელმა ალან ჰანსენმა სასტიკად გააკრიტიკა, თან იმ დღეს, როცა მან "ბლექპულთან" შეხვედრაში "ჰეთ-თრიკი" შეასრულა. მაგრამ, ტელესტუდიაში, სოფაზე მოკალათებულმა უოლკოტმა განაცხადა, რომ მასზე არავის კრიტიკა არ მოქმედებს. მეტიც, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისზედაც ის გაბრაზდა თავადაა. მას უკეთ მართებდა თამაში და ვარჯიში, რათა ფაბიო კაპელოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წაეყვანა. შეგახსენებთ, ჰანსენმა უოლკოტზე უხეშად თქვა, ფეხბურთის თამაშისას ტვინი არ ყოფნისო.
ახლა, უოლკოტს იმედი აქვს,
21 წლის ფეხბურთელმა თქვა: "ყველას აქვს უფლება ჰქონდეს და გამოთქვას თავისი აზრი. სხვა საქმეა, რომ ადამიანები, რომლებსაც მე ვუსმენ და რომელთა აზრსაც ვითვალისწინებ გახლავან მხოლოდ ჩემი მწვრთნელები კლუბსა და ნაკრებში, არსენ ვენგერი და მისტერ კაპელო. მათ გარდა დიდ პატივს ვცემ თანაგუნდელების აზრსაც. ვინც ჩამოვთვალე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების რჩევებითა და შეგონებებით დიდ წარმატებას მივაღწევთ, ხოლო მე ჩემს სათქმელს მოედანზე ვიტყვი".
შემდეგ უოლკოტს Match of the Day-ზე ჰკითხეს. მან უპასუხა: "ამ გადაცემას ყოველთვის ვუყურებ. მე ის ძალიან მომწონს. იმ დღეს ჩემს მეგობარ გოგონასთან მელანისთან ერთად ვუყურებდი ტელევიზორს. გოლებს აჩვენებდნენ. შემდეგ, ჰანსენმა ჩემს შესახებ ის, ცნობილი სიტყვები თქვა, მაგრამ მე არ ავღელვებურვარ. პირიქით, ჩაი დავლიე...
...კარიერაში ძალიან ბევრი ადამიანი დამპირისპირებია. თუ ვინმეს ზედმეტი მოუვა, არ მოვერიდები, პირდაპირ ვეტყვი, მაგრამ, საბედნიეროდ, მეტწილად ხალხი მხარს მიჭერს. ვფიქრობ, "ტოტენჰემის" ფანების გარდა ყველას უნდა, რომ კარგად ვითამაშო. თუ ტრავმებმა არ შემაწუხა, ყველა ღონეს ვიხმარ რათა კრიტიკოსებს მოედნიდან გაცე პასუხი. სათქმელს თამაშით ვიტყვი....
...ამასთან, მე ყველა რჩევას ვითვალისწინებ. არასდროს მავიწყდება რას მასწავლიდა "საუთჰემპტონში" ენდი რიჩი. ის მოწინააღმდეგის კარის ბადეში პასის ჩაწოდებისკენ მომიწოდებდა. ვენგერი კი დღენიადამ მეტოქის მიმართულებით აგრესიულად გაქცევას მასწავლის. ეს, განსაკუთრებით ამ სეზონში გამომდის კარგად...
...გასულ სეზონში საქმეები მთლად კარგად არ წამივიდა, ბევრჯერ დავშავდი და ამან ჯამში ყველაფერს კვალი დაამჩნია. ახლა ყველაფერი კარგად მიდის, თავადაც ვგრძნობ, რომ გაცილებით დაბრძენებული ვარ. ვინ იცის რა მოხდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წავსულიყავი".
უოლკოტს ჰკითხეს ხომ არ გაბრაზდა კაპელომ მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ არ წაიყვანა. მან უპასუხა:
"რასაკვირველია გავბრაზდი, მე ხომ მსოფლიოს ყველაზე დიდ შეჯიბრებაში მინდოდა მონაწილეობა. მეორე მხრივ ბრალს ვერავის დავდებ. რაც მართალია მართალია, სეზონის ბოლოს საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვიყავი. მე როგორც ინგლისის ნაკრების ქომაგი ბიჭებს ძალიან ვუჭერდი მხარს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა გუნდმა ცუდად ითამაშა. რას იზამ, ასეც ხდება ხოლმე".
თეო უოლკოტი ყოველდღე, ნახევარი საათი, "არსენალის" მესამე მეკარესთან ვიტო მანონესთან, მარჯვენა მცველ ბაქარი სანიასა და თავდამსხმელ მარუან შამახთან ერთად ვარჯიშობს.
"ჩვენ ჩაწოდებას დარტყმას და ეეგეთ რაღაცებს ვამუშავებთ. პენალტებშიც ვვარჯიშობთ. ამ საქმეში მაინცდამაინც ძლიერი არ ვარ და უნდა გამოვასწორო. მინდა ამ სეზონში 10-15- გოლი გავიტანო და ამდენივე საგოლე გადაცემა შევასრულო".
ლელო