"ლოს ანჯელეს გელექსიში" ფრენკ ლემპარდსაც ეპატიჟებიან

AutoSharing Option
აშშ-ის საფეხბურთო კლუბი "ლოს ანჯელეს გელექსი", რომელმაც დევიდ ბექჰემთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, კიდევ ერთ ინგლისელ ფეხბურთელს - ნახევარმცველ ფრენკ ლემპარდს უმიზნებს.

ლემპარდი ლონდონის "ჩელსის" ძირითადში იშვიათად ჩნდება და არაა გამორიცხული, ტრანსფერი უკვე ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე განხორციელდეს.

ინგლისელი ფეხბურთელის აშშ-ში გადაბარგება მით უფრო სარწმუნო გვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ლოს ანჯელესის გელექსის" მფლობელი ტიმ ლეივეკე ლემპარდის დიდი თაყვანისმცემელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული