დავიდ დე ხეას თვალზე ოპერაცია სჭირდება

AutoSharing Option
“გარდიანის” ცნობით, ივნისში სეზონის დამთავრების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” 21 წლის კარის დარაჯ დავიდ დე ხეას თვალებზე ლაზერულ ოპერაციას ჩაუტარებენ.

ახალი წლის დადგომის შემდეგ ესპანელს აღარ უთამაშია, რადგან იქამდე ჩატარებულ თამაშებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.

სამაგიეროდ დამაჯერებლად ირჯება დანიელი ანდერს ლინდეგორი. მოსალოდნელია, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ძირითად მეკარედ სწორედ ის დარჩება.

სამწვრთნელო შტაბს ეჭვი აქვს, რომ დავიდის შეცდომები სწორედ მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. “მანიუმ” ფეხბურთელს უკვე დაუქირავა ოფთალმოლოგი, რომელსაც ფეხბურთელის პრობლემებისთვის თვალის დევნება ევალება.

ის, რომ მეკარეს შორსმხედველობა
აწუხებდა, ბუნებრივია, აქამდეც ცნობილი იყო და სწორედ ამიტომ ის კონტაქტური ლინზებით თამაშობდა. როგორც ჩანს, დე ხეას მდგომარეობა გაურთულდა.

დავიდს პირველადი ოპერაცია შარშან მარტში ჯერ კიდევ “ატლეტიკოში” თამაშისას გაუკეთეს. ექიმებმა მაშინ მას განუცხადეს, რომ მეორე ოპერაციამდე, ანუ პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე მინიმუმ წელიწადი უნდა გასულიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული