"ტოტენჰემი" გარეთ ბეილში 150 მილიონ ფუნტს ითხოვს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის ნახევარმცველ გარეთ ბეილის 150 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიოს, თუმცა კონტრაქტის მიხედვით 22 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სამჯერ ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს "მანჩესტერ სიტის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზიმ ფეხბურთელის 4 მილიონ ფუნტად შეძენაზე უარი თქვა, რადგან აღნიშნული ფასი ძვირად მიიჩნია.

გარეთ ბეილმა, რომლის კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2015 წლამდე გრძელდება, "დეზების" მაისურით 2007 წლიდან დღემდე 137 მატჩი ჩაატარა და ყველა ჩატარებულ ტურნირში 25 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Daily Мirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული