ალექს ფერგიუსონი: თუ რობინ ვან პერსის შევაჩერებთ, "არსენალის" შეჩერებასაც შევძლებთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "არსენალთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ "მეთოფეების" წამყვანი მოთამაშე ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსია.

"თუ ვან პერსის შევაჩერებთ, "არსენალის" შეჩერებასაც შევძლებთ. ჰოლანდიელი ფანტასტიკურ ფორმაშია, მისი თამაში და გატანილი გოლების რაოდენობა ყველაფერზე თავად მეტყველებს. იმედი მაქვს, კვირას მას არაფერს გავაკეთებინებთ.

"არსენალი" ვან პერსის ეყრდნობა. ასეთი რამ ხდება "ბარსელონაშიც". თუ მესის შეაჩერებთ და ან რონალდოს გაანეიტრალებთ, "ბარსელონას" და "რეალის" თამაში შეიცვლება. ძალიან ხშირად კლუბები იმ ფეხბურთელზე არიან დამოკიდებული, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა მარტოს შეუძლია", - განაცხადა
ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული