ალექს ფერგიუსონმა დანი უელბეკი შეაქო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფეგიუსონი კმაყოფილია გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის დანი უელბეკის პროგრესით.

"ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. უელბეკი ძალიან ბევრს მოძრაობს მოედანზე და ამით მცველებს აბნევს.

მას ოთხი კარგი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად. ცოტა არ გაუმართლა, თუმცა გამარჯვების გოლი მაინც მან გაიტანა.

უელბეკი 20 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად შესანიშნავ სეზონს ატარებს", - თქვა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული