მარიო ბალოტელის აგენტმა "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩის მსაჯს მშიშარა უწოდა

AutoSharing Option
მინო რაიოლამ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ მარიო ბალოტელის აგენტია, თავისი კლიენტის შესაძლო ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

"ტოტენჰემთან" პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში ბალოტელიმ მეტოქის ნახევარმცველ სკოტ პარკერს თავზე დააბიჯა. შემდგომში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფორვარდი აგრესიულ ქცევაში დაადანაშაულა. შეხვედრას ჰოვარდ ვები სჯიდა.

"ძალიან გაბრაზებული ვარ. მარიომ უნებლიე მოძრაობა გააკეთა, მატჩის მთავარი არბიტრი მშიშარაა! მან ეს ეპიზოდი შესანიშნავად დაინახა.

საფეხბურთოინტერნეტკაზინო ლარივინი
ასოციაციამ ბალოტელი უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ინგლისიდან წასვლაზე დაფიქრდება. პრემიერლიგაში სრულიად აბსურდული წესები მოქმედებს", - განაცხადა რაიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული