პოლ სქოულზი: ვითამაშებ თუ არა ევრო 2012-ზე? ვინ იცის?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა, რომელმაც კარიერა ახლახანს განაახლა, ინგლისის ნაკრებში დაბრუნება არ გამორიცხა.

37 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 2004 წლიდან არ უთამაშია. ამასთან, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სქოულზი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მიიწვია, მაგრამ მოთამაშემ უარით უპასუხა.

"შინ ჯდომა მიყვარს, მაგრამ კაპელოს წინადადება ძალიან მაცდური იყო. გადაწყვეტილებას ყოველ საათში ვცვლიდი. მაგრამ საბოლოოდ იმ ამბავმა, რომ სახლში ექვსი კვირის მანძილზე არ ვიქნებოდი, უარი მათქმევინა.

სწორედ ამ მიზეზით დავასრულე სანაკრებო კარიერა 2004 წელს. ამასთან, ვგრძნობდი, რომ არცთუ კარგად ვთამაშობდი.
ვითამაშებ თუ არა ევრო 2012-ზე? ვინ იცის…", - თქვა სქოულზმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული