დიდია იმის შანსი, რომ ამ ტრავმამ ვან ბუიტენს "ბაიერნიდან" წასვლა აიძულოს. საქმე იმაშია, რომ მას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ უკვე ასაკში შესული ბელგიელის შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ იყვნენ და უნდოდათ, რომ მეორე წრეში მასზე დაკვირვება ეწარმოებინათ. ახლა კი ამას ვეღარ მოახერხებენ.
მართალია,
შვაინიც ლაზარეთში?
ამასობაში, ბასტიან შვაინშტაიგერს ისევ ტრავმამ შეახსენა თავი - შვაინიმ გუშინ ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო. დღეს რეკორდმაისტერის მთავარი ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ბასტიანს კარგად შეამოწმებს და საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ შვაინშტაიგერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ახლახან მოიშუშა და "გლადბახთან" ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა შვაინი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ თამაშს.
ტიმოშჩუკს წასვლა არ უნდა
ანატოლი ტიმოშჩუკმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ფორმით ბუნდესლიგაში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის კონტრაქტში, რომელსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის, წერია, რომ თუ უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი მინიმუმ 25 მატჩს ჩაატარებს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება.
გამოდის, რომ ამისათვის, დარჩენილ 16 ტურში მან მინიმუმ 14 შეხვედრაში უნდა იასპარეზოს. ეს ნაკლებად რეალურია, მაგრამ უკრაინელი იმედოვნებს, რომ მიუნხენიდან აბარგება არ მოუწევს.
"რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ "ბაიერნში" დავრჩები. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ," - განუცხადა 32 წლის ტიმოშჩუკმა "შპორტ აინსს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"