"უიგანის" კოლუმბიელმა ფეხბურთელმა კლუბს უარი უთხრა

AutoSharing Option
"უიგანის" 26 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა უგო როდალიეგამ საბოლოო უარი უთხრა კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. ფიფას წესებით, ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე დამოუკიდებლად შეუძლია მოლაპარაკების წამოწყება სხვა კლუბთან, რითაც უგოს აგენტი უკვე სარგებლობს და ერთდროულად განიხილავს რამდენიმე შეთავაზებას.

მიუხედავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებისა, "უიგანის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი უარს ამბობს ფეხბურთელის იანვარში გაშვებაზე. შუა სეზონში "უიგანის" დატოვებაზე უარსაა თავად კოლუმბიელიც. პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი იანვარშივე მზად იყო როდალიეგაში 3.5 მილიონი ევრო გადაეხადა. 2009 წელს "უიგანს" მექსიკური "ნეკაქსადან"
მისი შეძენა 4.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

"ჩემს ხელშეკრულებას ვადა მაისის ბოლოს ეწურება. იმედია, იქამდე გავარკვევ, სად გავაგრძელებ კარიერას. ახლა ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ამჟამინდელ კლუბში ნამდვილად არ დავრჩები. ჩემი აგენტი რამდენიმე საინტერესო გუნდის წინადადებას იხილავს, თუმცა "უიგანისადმი", პატივისცემის ნიშნად ჩემს გადაწყვეტილებას სეზონის ბოლომდე არ გავახმაურებ," – განუცხადა კოლუმბიურ რადიოსადგურ "კარაკოლს" ფეხბურთელმა.

ფეხბურთელის პოზიცია აღფრთოვანებას იმსახურებს, თუმცა მას დაავიწყდა, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მასმედია, შეიძლება ითქვას, რომ ყოვლისშემძლეა. "დეილი მეილმა" გაარკვია, რომ როდალიეგამ და მისმა აგენტმა "არსენალისა" და "ლივერპულის" წინადადებები მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული