"მანჩესტერ სიტის" არაბები ცოტა გააბრაზეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტის" გენერალური მენეჯერი, ხალდონ ალ მუბარაქი "მილანის" ხელმძღვანელთა საქციელით ცოტა გაღიზიანებული დარჩა.

მისი თქმით, კარლოს ტევესის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას "როსონეროები" საკუთარ უპირატესობაში რატომღაც ძალიან იყვნენ დარწმუნებულები. რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს "სიტის" წარმომადგენლების იოლად დათანხმების იმედი ჰქონდათ.

"ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ყოველი უმნიშვნელო დეტალის შეთანხმების შემდეგ ერთმანეთისთვის მილოცვა კი არ დაეწყოთ, არამედ იმაზე ეფიქრათ, როგორ დაეკმაყოფილებინათ ჩვენი უმთავრესი მოთხოვნები. ტევესის კონტრაქტის იაფად გამოსყიდვას ვერავინ შეძლებს, რადგან ის ძალაში კიდევ 2.5 წელიწადი იქნება. ჩვენ არსად გვეჩქარება," - განუცხადა ალ მუბარაქმა
"გარდიანს".

ებრაული პრესის ცნობით, "სიტის" სკაუტები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ "აშდოდის" 20 წლის ნახევარმცველ ნირ ბიტონს. ბოლო ერთი კვირა მან მანჩესტერული გრანდის ბაზაზე გაატარა და როგორც ჩანს, მოახერხა "ქალაქელების" სამწვრთნელო შტაბის სიმპათიის დამსახურება.

"სიტიმ" ებრაულ კლუბს უკვე შესთავაზა ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარა მისი შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით, - წერს The Jewish Chronicle "აშდოდის" პრეზიდენტ ბენ ზაკენის სიტყვებზე დაყრდნობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული