რობერტო მანჩინი: "მანჩესტერ სიტიმ" კარგად ითამაშა, მსაჯი კი შეცდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომლის გუნდიც ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში "ლივერპულთან" დამარცხდა, განაცხადა, რომ ფილ დაუდის მსაჯობით უკმაყოფილოა.

"აშკარაა, რომ ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა. რიჩარდი ბურთს ხელით შეეხო. რაც შეეხება ჯეკოს და ადამის ეპიზოდს, პენალტი იყო.

შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ორიოდ შეცდომა მაინც დავუშვით. მსაჯიც შეცდა, სულელური გოლი გავუშვით და საბოლოო ჯამში დავმარცხდით", - შეაჯამა იტალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული