არსენ ვენგერი 21 წელზე უფროსი მოთამაშეების იჯარით აყვანის აკრძალვას ითხოვს

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ინგლისის პრემიერლიგის რეფორმირების მორიგი წინადადებით გამოვიდა.

ინგლისურ პრესასთან ინტერვიუში, ფრანგმა სპეციალისტმა კლუბებისთვის 21 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელების იაჯრით აყვანის აკრძალვა მოითხოვა.

"ვისურვებდი, რომ ეს კანონი გამხდარიყო. ამ დროისთვის კლუბებს უფლება აქვთ, სხვა გუნდების ხარჯზე გაძლიერდნენ. თუ დიდი კლუბის კარგ მოთამაშეს იჯარით გაუშვებთ, მხოლოდ მოგებას ნახავთ. ამ მოთამაშეს არ შეუძლია იმ კლუბის წინააღმდეგ თამაში, რომლიდანაც იჯარითაა გაშვებული, სამაგიეროდ შეუძლია თქვენი ყველა პირდაპირი მეტოქე დაამწუხროს", - განაცხადა ვენგერმა.

აღსანიშნავია, რომ "არსენალში" იჯარით "ჩელსის" 31 წლის ნახევარმცველი იოსი
ბენაიუნი, ასევე 34 წლის ფორვარდი ტიერი ანრი თამაშობს, რომელიც "ნიო იორკ რედ ბულზს" ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული