"ფრენკი ამ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მისი გამოჯანმრთელება ნორმალურად მიმდინარეობს. გვსურს, რომ მან 31 იანვარს "სუონსთან" ითამაშოს", - თქვა "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.
ლემპარდმა ტრავმა პრემიერლიგის 22-ე ტურში "ნორვიჩთან" ნულოვანი ფრედ დასრულებულ მატჩში მიიღო.