“ჩელსიში” გადასვლა კარიერაში სერიოზული ნაბიჯი იყო წინ. პირველ ეტაპზე ჩემი ფიზიკური მომზადება არ იყო საკმარისი აქაური დატვირთვებისთვის, რის გამოც მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე. კლუბში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დამხმარებოდნენ. პრობლემა ის იყო, რომ არ ვთამაშობდი. დიახ, რთული დრო იყო, მაგრამ მე ის
ადაპტაციაში ანდრეი შევჩენკო დამეხმარა. თავიდან ინგლისური არ ვიცოდი და საკუთარი ძალების რწმენას ის მინერგავდა. ანდრეისთან ერთად ბევრს ვმუშაობდი - მასწავლიდა, რა და როგორ მეკეთებინა და არამხოლოდ საფეხბურთო კუთხით. აქაური ცხოვრების წესს მიხსნიდა. ჩემს კარიერაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ურთიერთობა ჩვენ დღემდე გვაქვს,” - ამბობს ფეხბურთელი.
ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრების შემდეგ, რა დროსაც ფეხბურთელი მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რათა ფორმა აღედგინა და ლუიშ ფელიპე სკოლარის გეგმების ნაწილი გამხდარიყო, ივანოვიჩს როგორც იქნა ეღირსა დებიუტი გუნდში. ეს 2008 წლის სექტემბერში “პორტსმუთთან” თასის შეხვედრაში მოხდა. ეს მატჩი მისთვის შემობრუნების წერტილად იქცა:
“იმედი, რომ ოდესმე შემადგენლობაში დამკვიდრებას მოვახერხებდი, ფაქტობრივად, გადაწურული მქონდა. იანვრიდან სექტემბარმდე სულ რამდენიმე შეხვედრაში ვითამაშე, ისიც ნაკრებში. ეს კი ტონუსში ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა. “პორტსმუთთან” შეხვედრა საჩუქარი აღმოჩნდა. სწორედ ამ მომენტისთვის ვმუშაობდი ამდენს”.
ივანოვიჩი მალე შეეჩვია ინგლისურ ფეხბურთს და “ჩელსის” დაცვის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად იქცა. კარვალიოსა და ალექსის ტრავმებმა მას შანსი მისცა ტერის გვერდით ეთამაშა. რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა “ჩელსის” გულშემატკივართა გულებშიც მოიპოვა ადგილი.
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2009 წელს “ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში (3:1) ორი გოლი გაიტანა.
ჟოზე ბოსინგვას ტრავმის შემდეგ ბრანისლავი მარჯვენა ფლანგზეც მოსინჯეს. ფეხბურთელი ამ შანსსაც ორი ხელით ჩაეჭიდა. 2009/10 წლების სეზონი “ჩელსიმ”, პირველად კლუბის ისტორიაში, ოქროს დუბლით დაასრულა. ბრწყინვალე სეზონი იმით დაგვირგვინდა, რომ ივანოვიჩი პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა:
“ეს იყო საუკეთესო სეზონი ჩემს კარიერაში. ჩვენ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას გვანიჭებდა, თავდაჯერებულები ვიყავით და რაც მთავარია, ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. დავიმსახურეთ პრემიერლიგის მოგებაც და ასოციაციის თასისაც. ეს დიდი მიღწევა იყო არამხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ მთლიანად კლუბისა და ყოველი ჩვენგანისთვის ცალცალკე. ვამაყობ ამით. პირადი მიღწევები კი ფეხბურთში მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ საკუთარი ძალების რწმენას გმატებს”.
ანდრე ვილაშ ბოაშის მოსვლამ ცვლილებები მოიტანა. მწვრთნელმა გუნდზე თავისებური ზემოქმედება მოახდინა. ივანოვიჩს ესმის, რომ სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა გვარწმუნებს, რომ გუნდი შეკრულია და სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის ისე ემზადება:
“ახალი სეზონი წინასგან განსხვავებულია, რადგან ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. ბევრი რამ შეიცვალა. სიახლეებთან ადაპტაცია ჯერ ვერ მოვახერხეთ. ზოგიერთი მატჩი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მაინც ბევრი ქულა დავკარგეთ - განსაკუთრებით სახლში. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ”.
ცოტა ხნის წინ ივანოვიჩმა “ჩელსისთან” 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ახალი ხელშეკრულების დადება უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იმ შრომის დაფასება, რაც მე გუნდში მოსვლის შემდეგ გავწიე. ყველაზე დიდი მოტივაცია ჯილდოებია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყოველ სეზონში რაღაც მოვიგო, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. აქ მე ბედნიერი ვარ და ჩემი სურვილია, გუნდში მაქსიმალურად დიდხანს დავრჩე”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"