ტომ კლევერლი ჯერ ვერ დაბრუნდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, ტომ კლევერლის მოედანზე დაბრუნება ჯერ არ იგეგმება.

ფეხბურთელმა 29 ოქტომბერს "ევერტონთან" შეხვედრაში (0:1 "იუნაიტედის" სასარგებლოდ) ტერფი დაიზიანა და მას მერე არ უთამაშია.

ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოჯანმრთელების საქმე წინ ნელ-ნელა მიიწევს. "მართალია კლევერლი ბევრს დარბის, მაგრამ პრემიერლიგაში დასაბრუნებლად დრო კიდევ დასჭირდება.

იქამდე ტომი ჯერ პირველ გუნდს უნდა დაუბრუნდეს და კონდიციები აღიდგინოს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, ასე რომ, სულმოუთქმელად ველით მის ფორმაში ჩადგომას," - ამბობს ფერგიუსონი. ფერგის თქმით, დადებითად შეიძლება
შეფასდეს ეშლი იანგისა და ანდერსონის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ფეხბურთელები სრულფასოვან ვარჯიშებს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული