ასტონ ვილას კერბიშლი გაახსენდა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" მწვრთნელის თანამდებობა თავისუფალია. საქმეს ჯერჯერობით კევინ მაკდონალდი უძღვება, თუმცა ცნობილი გახდა ახალი კანდიდატის ვინაობა: ეს გახლავთ გამოცდილი ალან კერბიშლი.

შეგახსენებთ, რომ კერბიშლი საფეხბურთო სცენაზე უკვე ორი წელიწადია არ გამოჩენილა. ბოლოს ის "ვესტ ჰემს" ედგა სათავეში, თუმცა, რამდენადაც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, "ასტონ ვილას" შეფები უკვე ელაპარაკნენ მას. როგორც ჩანს, ახლა საქმე მაკდონალდსა და კერბიშლის შორის ასარჩევად იქნება.

კერბიშლის კარირერაში ყველაზე დიდი მიღწევა "ჩარლტონ ატლეტიკის" პრემიერლიგაში დამკვიდრება გახლავთ. სხვა სიტყვებით, ის უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში გამოცდილი მწვრთნელია და "ასტონ ვილას" მოთხოვნაც
სწორედ ეს იყო, თუმცა კერბიშლის გამოჩენა ნამდვილად არ ნიშნავს მაკდონალდისთვის ხაზის გადასმას.

შეგახსენებთ კერბიშლის "ვესტ ჰემიდან" წასვლის მიზეზსაც: მაშინ კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი მწვრთნელის ზურგსუკან გაყიდა. გარდა ამისა სათქმელია, რომ ის თავის დროზე "ასტონ ვილაში" თამაშობდა - ქალაქის მეორე გუნდიდან, "ბირმინგემ სიტიდან" გადავიდა და მისი მაისურა 36 შეხვედრაში მოირგო.

ამბობენ, რომ "სტოკთან" შეხვედრამდე "ვილას" შეფებმა შესაძლოა სხვა კანდიდატებიც მოძებნონ და მათი კანდიდატურებიც განიხილონ. დაირხა ხმა, თითქოს "ასტონ ვილას" თავკაცობით "ალკმაარის" ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანიც დაინტერესდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული