ნევილს, სქოულზს და გიგზს მივყვებითო

AutoSharing Option
სერბი ნემანია ვიდიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2006 წლის იანვრიდან იცავს და 4,5 წლის შემდეგ დიდ პატივს ეღირსა – "წითელი ეშმაკუნების" კაპიტნის სამკლავური უბოძეს.

"ეს ჩემთვის დიდი მიღწევაა, - აღიარა 29 წლის მცველმა, - ნებისმიერ ფეხბურთელს ტყუილი გამოუვა, თუ იტყვის, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნობა არ მსურსო. პირადად ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და ამავდროულად – პასუხისმგებლობაც, რომელსაც არასდროს გავურბივარ.

ყველამ კარგად იცის, რომ გუნდის ჭეშმარიტი ლიდერები გარი ნევილი, რაიან გიგზი და პოლ სქოულზი არიან, დანარჩენები მათ მივყვებით. მათ არც მოეთხოვებათ განსაკუთრებული საქვიელის ჩადენა
და ვინმესთვის რამის დამტკიცება, მათი ქარიზმა ისეთაც თვალშისაცემია. ხოლო როცა ისინი მინდორზე არ არიან, უკვე მე ვცდილობ, გუნდის წარმატებისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" მიღებული გამოცდილება სრულად გავიღო და ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ვიყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული