"ლივერპული" იაპონელით დაინტერესებულა - Caught Offside-ის ცნობით, მერსისაიდელები ზამთარში მოსკოვის ცსკა-ს 24 წლის ფორვარდის კეისუკე ჰონდას შეძენას შეეცდებიან.
ამბობენ იმასაც, რომ "ლივერპულის" მეპატრონეებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფენ. ეს მხოლოდ ნაწილია იმ სოლიდური თანხისა, რომელიც მერსისაიდულმა კლუბმა ხავიერ მასკერანოს, ალბერტ რიერასა და იოსი ბენაიუნის გაყიდვით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ჰონდას გადაბირება "ლივერპულის" გარდა "მილანს" და განსაკუთრებით "არსენალს" სურს. ამ უკანასკნელის დამრიგებელმა არსენ ვენგერმა ჰონდას თამაში სამხრეთ აფრიკაში, მუნდიალის მატჩებში იხილა და მას "გენიალური" უწოდა.
18:44 02-09-2010
ჰონდა? საინტერესოა!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული