ერთ-ერთის ავტორი ტეო უოლკოტი გახდა. 22 წლის თავდამსხმელმა წელს მე-6 ბურთი შეაგდო. რაკი თასის გათამაშებას ორივე მანჩესტერული გრანდი ჩამოშორდა, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ თასზე გამარჯვება რეალური გახდა.
- რადგან რამდენიმე ძლიერი გუნდი თასისთვის უკვე აღარ იბრძვის, ეს ჩვენს შანსებს ზრდის. თუმცა ვფიქრობ, რომ წინასწარ გეგმების დაწყობა არაფერს მოგვცემს, პირიქით. თასის გათამაშებაში კვლავ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩვენ
"ასტონ ვილასთან" კარგად ვითამაშეთ და ეს ყველაფერი ჩვენი გულშემატკივრებისთვის გავაკეთეთ. პირველი ტაიმის ჩაგდების შემდეგ მეორე ნახევარში სწორედ მათთვის გვინდოდა გვეთამაშა. როცა შინ თამაშობ, თუნდაც ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ იყოს, არასდროს დათანხმდები 2:0-ის წაგებას.
პირადად ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, მინდა ისე ვითამაშო, რომ ხალხს ყველაფერი ვაჩვენო, რაც შემიძლია. საკუთარი ასპარეზობის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. ბოლო პერიოდში ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. შევეცდები, რომ ფორმის პიკს დავუბრუნდე.
ჯერარდისგან განსხვავებით მიჭირს იმის თქმა, რა ჯობია, თასის მოგება თუ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა. რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ, თუმცა არც ერთი იმ ტიტულის მოგებაზე არ ვიტყოდი უარს, სადაც გამოვდივართ. ეს ჯობია თუ ის, ამაზე ფიქრი შორს წაგვიყვანს. სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ თავაუღებლად ვარჯიში გვმართებს, რომ ყველაფერს გავწვდეთ. მინდა, რომ წლების მერე, როცა უკან მოვიხედავ, მოგებულ ტიტულებს ვხედავდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"