დევიდ ბექჰემი ყველაზე სექსუალურია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელაქსის" ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს - ასეთია ბრიტანული ჟურნალის Heat-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ გამოცემის მკითხველები, აგრეთვე სპეციალური საექსპერტო ჟიური. 36 წლის ინგლისელმა უკან ჩამოიტოვა კანადელი მსახიობები - ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი რაიან გოსლინგი და მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი მეუღლე რაიან რეინოლდსი. აღსანიშნავია, რომ ბექჰემი TOP25-ში სპორტიდან ერთადერთი წარმომადგენელია.

პრეტენდენტებს გარეგნობის, ნიჭისა და პირადი თვისებების მიხედვით აფასებდნენ. წინა სექსსიმბოლოებმა - ჯონი დეპმა, ჯორჯ ქლუნიმ და ბრედ პიტმა შესამჩნევად დათმეს საკუთარი პოზიციები.
მათ შესაბამისად მერვე, მე-11 და მე-19 ადგილები დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული