ახალი ზელანდიის კაპიტანი რაიან ნელსენი "ტოტენჰემში" გადავიდა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი, 34 წლის ცენტრალური მცველი რაიან ნელსენი ლონდონის "ტოტენჰემის" მოთამაშე გახდა.

ფეხბურთელმა ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, , ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გასული წლის აპრილიდან ნელსენმა "ბლექბერნის" შემადგენლობაში სულ ერთი შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე მუხლის ტრავმას იშუშებდა.

"ბლექბერნთან" კონტრაქტი ახალზელანდიელმა სამშაბათს გაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული