ჯონ ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავურს ჩამოართმევენ

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა ლონდონის "ჩელსის" მცველ ჯონ ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვას.

ეს შეიძლება დღესვე მოხდეს. ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ ანტონ ფერდინანდის მისამართით რასისტულ გამონათქვამებში ადანაშაულებენ.

ამასთან, საფეხბურთოინტერნეტკაზინო ლარივინი ასოციაცია ტერის ევრო 2012-ზე წასვლას არ აუკრძალავს.

ტერიმ კაპიტნის სამკლავურით ნოემბერში შვედეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ ამ საქმით დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურა დაკავდებოდა.

ტერის საქმეზე სასამართლოს შემდეგი სხდომა 9 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება.

მომზადებულია The Telegraph-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული