დავიდ დე ხეა "ჩელსისთან" ითამაშებს, ანდრეს ლინდეგორს კი ექვს კვირამდე გაუცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა ავადმყოფობის შემდეგ გამოკეთდა და 5 თებერვალს "ჩელსისთან" ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში ითამაშებს.

ამის შესახებ მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა და დასძინა, რომ მანჩესტერელთა მეორე მეკარეს ანდრეს ლინდეგორს ტრავმის გამო ექვსი კვირის გამოტოვება მოუხდება.

"დე ხეა მზად უნდა იყოს. ლინდეგორი კი სავარაუდოდ ექვს კვირას გამოტოვებს", - თქვა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული