"მეთოფეთა" წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყეს, რათა მომავალ ზაფხულს 24 წლის ფეხბურთელი გუნდის მოთამაშე გახდეს.
ხავი გარსია მადრიდის "რეალის" აღზრდილია, "ბენფიკაში" კი 2009 წელს გადავიდა. ინტერნეტპორტალი "ტრანსფერმარკტ.დე" მას 10.5 მილიონ ევროდ აფასებს.
პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხავი გარსიამ 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.