რობერტო მანჩინი: შესაძლოა, კარლოს ტევესმა "მანჩესტერ სიტიში" კვლავ ითამაშოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ არ გამორიცხა, რომ სკანდალურმა ნახევარმცველმა, კარლოს ტევესმა მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" რიგებში კვლავ ითამაშოს.

ამისათვის 27 წლის არგენტინელმა, რომელიც მიმდინარე ზამთარს კლუბის დატოვებას აპირებდა, უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის საჭიროა.

"ამ დროისთვის კარლოსი არ გვჭირდება, მაგრამ თუ დაბრუნდება, ყველაფერი შესაძლებელია. იმედი მაქვს, რომ ის ბოლო სამი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.

მე მხოლოდ ერთი საკითხი - პრემიერლიგა მაღელვებს და თუ ის დაბრუნდება და ფორმაში იქნება, შესაძლოა, კვლავ ითამაშოს", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისელ ჟურნალისტებთან საუაბრში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული