ფაბიო კაპელო ამხანაგურ მატჩებზე

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზედ ევრო 2012-ის წინ, ინგლისის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - უფრო დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, რომ 29 მაისს ფაბიო კაპელოს გუნდი ოსლოში ნორვეგიას დაუპირისპირდება, 2 ივნისს კი “უემბლიზე” ბელგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

მართალია, იქამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ რადგან ევროფორუმისთვის მზადებაზეა ლაპარაკი, აღნიშნული შეხვედრები აქედანვე დიდ ინტერესს იწვევს.

ინგლისელი ჟურნალისტები კაპელოს სწორედ ამ საკითხზე დაეკითხნენ და დაინტერესდნენ, თუ რატომ შეარჩია იტალიელმა სპეციალისტმა ნორვეგია და ბელგია. მოვუსმინოთ ფაბიოს:

“ჩატარდა თუ არა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა, მაშინვე დავიწყეთ ამხანაგური
შეხვედრების ორგანიზებაზე მუშაობა და მეტოქეებად ნორვეგია-ბელგია შევარჩიეთ. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამ გუნდებთან მსურდა პაექრობა და ძალიან მიხარია, რომ მათთან შეთანხმებას მივაღწიეთ.

ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლებთან, უკრაინელებთან მოგვიწევს შეტოქება და ამიტომ, მინდოდა, რომ ერთ-ერთი შეხვედრა გასვლაზე ჩაგვეტარებინა. ჯგუფში უკრაინის გარდა საფრანგეთი და შვედეთი გვყავს, სპარინგ-მატჩებიც შესაბამისი სტილის გუნდებთან დავნიშნეთ”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან მატჩს კაპელო შვედეთისთვის მოსაზმადებლად გამოიყენებს, აი ბელგიის სათამაშო მანერა კი როგორც ჩანს საფრანგეთის ანალოგიურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული