პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, "ლურჯები" ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოგებას მიზნად აღარ ისახავენ.
"რა თქმა უნდა, ტურნირის ამ ეტაპისთვის მეტი ქულა უნდა მოგვეგროვებინა. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ შეუძლიათ ტიტულზე აღარ იფიქრონ, რადგან რეგულარულად ვერ ვიმარჯვებთ.
პრემიერლიგა დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ ჩვენ კიდევ სამ ტურნირზე ვთამაშობთ. ჩემპიონატის ორი ლიდერი ინგლისის თასს და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ერთ დიდ ტურნირშიღა თამაშობს. ჩვენ ფსონს ჩემპიონთა ლიგაზე