კარლო ანჩელოტი: ჯონ ტერისთვის ნაკრების კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა არ მესმის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი ყოფილი შეგირდი "ლურჯებისა" და ინგლისის ნაკრების მცველი ჯონ ტერი რასისტი არ არის.

"არ მესმის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილება ტერის ნაკრებში კაპიტნის სამკლავური ჩამოართვას. ვფიქრობ, თავად ჯონისთვისაც გაუგებარია, რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება.

დარწმუნებული ვარ, რომ ტერი რასისტი არ არის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ჯონი ამას გადაიტანს, მას ხომ მტკიცე ხასიათი აქვს", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული