ალექს ფერგიუსონი: დევიდ დე ხეას შეუძლია უახლოესი 10 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე იყოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუხედავად ლონდონის "ჩელსისთან" გაშვებული სამი გოლისა, მანჩესტერელთა გოლკიპერ დავიდ დე ხეას თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ჯერჯერობით "ალისფერი ეშმაკების" მრავალმილიონიანი შენაძენი მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რის გამოც მასმედიის კრიტიკის ქვეშ ხშირად ხვდება. ის ერთგვარი "განტევების ვაციც" იყო, რომლის გამოც გუნდი არცთუ გარდაუვალ გოლებს ხშირად უშვებდა.

"დავიდის პოტენციალი ყველამ ვიცით. ეს ბიჭი დიდ ნიჭს ფლობს, მაგრამ გარკვეული დროის მანძილზე მხარდაჭერა სჭირდება.

მეკარის თამაშში თავდაჯერება გამოცდილებასთან ერთად მოდის, დე ხეა კი ინგლისურ ფეხბურთში ბოლომდე ჯერაც არ გაშინაურებულა. სწორედ
ამის ბრალია ის შეცდომები, რომელსაც ის პრემიერლიგაში თავისი პირველი სეზონის განმავლობაში უშვებს.

როდესაც მას ვყიდულობდით, ვითვალისწინებდით, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე იქნებოდა. დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ ეს მას ნამდვილად შეუძლია", - განაცხადა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული