"ვფიქრობ, იმ დროის განმავლობაში, რაც სუარესი არ თამაშობდა, მან რაღაც გაიგო. ლუისი ბრუნდება, მაგრამ მაინც ყველა აგრძელებს იმ ეპიზოდების განხილვას, რომელიც მის თამაშსა და გოლებთან არ არის კავშირში. გვსურს არასაფეხბურთო თემებზე საუბარი დასრულდეს.
ძალიან გვიხარია, რომ ის ბოლოსდაბოლოს დაბრუნდა. მასთან ერთად ბევრად ძლიერები ვიქნებით, მით უმეტეს, რომ ის ჯანმრთელი და საბრძოლველად შემართულია", - თქვა დალგლიშმა.
სუარესი მოედანს შესაძლოა დღესვე, "ტოტენჰემთან" პრემიერლიგის მატჩში დაუბრუნდეს.