მისი თქმით, "კაჭკაჭებს" ინგლისის ჩემპიონატში საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუხდებათ.
"არასდროს მითქვამს, რომ წასვლა მსურს. პირიქით - აქ ყველაფერი მომწონს და მინდა, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. მთავარია კლუბში თავს ბედნიერად გრძნობდე.
ცხრილს ვუყურებ, "ნიუკასლს" მეხუთე ადგილზე ვხედავ და ვფიქრობ:აი, ეს მესმის!
შეუპოვრად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა სეზონის ბოლოს იქ დავრჩეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ახლა საერთო ყურადღების ცენტრში ვიმყოფებით", - თქვა სენეგალელმა.