დემბა ბა: სატურნირო ცხრილს ვუყურებ და ვფიქრობ - აი, ეს მესმის!

AutoSharing Option
"ნიუკასლის" სენეგალელმა ფორვარდმა დემბა ბამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, "კაჭკაჭებს" ინგლისის ჩემპიონატში საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუხდებათ.

"არასდროს მითქვამს, რომ წასვლა მსურს. პირიქით - აქ ყველაფერი მომწონს და მინდა, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. მთავარია კლუბში თავს ბედნიერად გრძნობდე.

ცხრილს ვუყურებ, "ნიუკასლს" მეხუთე ადგილზე ვხედავ და ვფიქრობ:აი, ეს მესმის!

შეუპოვრად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა სეზონის ბოლოს იქ დავრჩეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ახლა საერთო ყურადღების ცენტრში ვიმყოფებით", - თქვა სენეგალელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული