ანდრე ვილაშ-ბოაში: რომან აბრამოვიჩის აურა გუნდში ყოველთვის იგრძნობა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ინგლისელ ჟურნალისტებს აცნობა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინა დღეს კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს შეხვდა.

"მომავალი სეზონის გეგმები განვიხილეთ, მაგრამ ძირითადად მომავალ მატჩზე ვსაუბრობდით. აბრამოვიჩი გუნდის ვარჯიშს დაესწრო.

რომანი "ჩელსის" საქმეებით ყოველთვის ინტერესდება და ეს გუნდზე კარგად მოქმედებს. ჩვენი მფლობელის აურა ყოველთვის ჩვენთანაა", - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული