ჯონ ტერი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს

AutoSharing Option
31 წლის ცენტრალური მცველი ჯონ ტერი, რომელსაც ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, საერთაშორისო კარიერის დასრულებას არ აპირებს.

ტერის კაპიტნობა "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ ანტონ ფერდინანდის მისამართით რასისტული გამონათქვამების გამო ჩამოართვეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს ინგლისის ნაკრებში თამაში კვლავინდებურად სურს და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებასაც აპირებს.

ინგლსის ნაკრებში მცველმა 72 შეხვედრა ჩაატარა და კაპიტნის სამკლავურით პირველად 2006 წელს ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა ახლანდელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ტერი დაიცვა და საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული