პრესამ ამ სტუმრობას რატომღაც ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება დაუთმო. ზოგან ისიც კი დაიწერა, რუსი მილიარდერი თამაშის შემდეგ ანდრე ვილაშ-ბოაშს წაეჩხუბაო.
ხმებს კლუბის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ბუნებრივია "ჩელსი" უყურადღებოდ ვერ დატოვებდა.
"არისტოკრატთა" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან შემდეგი რამ განაცხადა: "ბატონ აბრამოვიჩს უყვარს კლუბის ბაზაზე სტუმრობა
თუმცა "დეილი მეილი" ჯიუტად ამტკიცებს, რომ თამაშის შემდეგ მათი საუბარი სულაც არ იყო მშვიდი და ის შეეხებოდა თემას, რამდენად შესაფერისი კანდიდატურაა პორტუგალიელი მწვრთნელი ლონდონური კლუბისთვის.
კომენტარი ისურვა ანდრე ვილაშ-ბოაშმაც. აი, რა თქვა მან: "ჩვენ ვიცით, რა მიზნებიც იყო დასახული კლუბის წინაშე სეზონის დასაწყისში და ყველანაირად ვეცდებით, რომ ის ჩემპიონატის დარჩენილ 14 შეხვედრაში შევასრულოთ. რომან აბრამოვიჩი დაინტერესდა, "მანჩესტერთან" შეხვედრისთვის მზადების დეტალებით.
მას მსგავსი წვრილმანები ყოველთვის იზიდავდა. უბრალოდ მშვენიერია, როცა გუნდის მესაკუთრეს მარტო სატურნირო ცხრილში არსებული რეალობა კი არა, ფეხბურთელების ყოველდღიურობაც აინტერესებს. ჩვენ ყველაზე მეტი უახლოეს შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, თუმცა მომავალი სეზონის გეგმებიც განვიხილეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება დაგვჭირდება მოსამზადებელ პერიოდში. გუნდის რეკონსტრუქციას ყოველთვის სჭირდება გარკვეული დრო და ამას უნდა შევეგუოთ".
ლონდონელთა ბანაკში შექმნილ მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან "ჩელსის" ყოფილმა ვარსკვლავმა მარსელ დესაიმაც ილაპარაკა. "ვილაშ ბოაშს გუნდში ძალიან ბევრი ისეთი რამის შეცვლა მოუწევს, რაც დიდი ხანია უკვე შესაცვლელია. განსაკუთრებით ეს შემადგენლობას ეხება.
რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა, ვისიც გუნდში დიდი იმედი ჰქონდათ, ვერ გაამართლა. აქ ისეთი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც მოვიდნენ თუ არა, აჩვენეს, თუ რა შეუძლიათ. ახლა ყველა "მანჩესტერთან" მატჩზე ლაპარაკობს. შეხვედრა როცა დაიწყო, პირველ რიგში იმაზე დავფიქრდი, რომ მოედანზე ლემპარდი, დროგბა, რამირესი და ტერი არ იყვნენ. მათ რომ ეთამაშათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.
ვფიქრობ, რომ თუკი გუნდი მაქსიმალურად დიდხანს განაგრძობს თამაშს ჩემპიონთა ლიგაში და ჩემპიონატშიც მესამე ადგილს დაიკავებს, სეზონი შეიძლება რომ წარმატებულად მივიჩნიოთ. ვვარაუდობ, რომ გუნდის გეგმებში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაც შედიოდეს. მხოლოდ სეზონის დამთავრების შემდეგ გავიგებთ, რა მიზნები იყო დასახული ვილაშ ბოაშის წინაშე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მეჩვენება, რომ მას გუნდთან სამუშაოდ მეტი დრო სჭირდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"