ლონდონის "ჩელსიმ" 15 წლის დანიელი შეიძინა

AutoSharing Option
"ბრონდბიუსა" და დანიის 17-წლამდელთა ნაკრების 15 წლის ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი ლონდონის "ჩელსის" მოთამაშე გახდა.

გადასვლა ოფიციალურად მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდება, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს დანიურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება. ასე რომ, ლონდონელებს მოთამაშე სრულიად უფასოდ ერგებათ.

აღსანიშნავია, რომ "ბრონდბიუს" ახალგაზრდულ გუნდში კრისტენსენი კაპიტანი იყო. ამის გარდა ფეხბურთელმა დანიური კლუბის მეორე გუნდის ოფიციალურ მატჩებშიც მოასწრო მონაწილეობის მიღება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული