რობინ ვან პერსი: არ მესმის, რატომ აკრიტიკებენ თეო უოლკოტს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გულშემატკივრებისა და ჟურალისტების მხრიდან "მეთოფეთა" ვინგერის, თეო უოლკოტის კრიტიკას უადგილოდ მიიჩნევს.

"ეს მოთამაშე გულწრფელად მიყვარს და არ მესმის, რატომ აკრიტიკებენ. გასულ შაბათს ის "არსენალს" ძალიანა დაეხმარა, ორი საგოლე პასი გამიკეთა და ერთიც ოქსლეიდ ჩემბერლენს გაატანინა.

ფანტასტიკურად თამაშობდა, მაგრამ საკუთარი შანსი გაუშვა. მაგრამ ეს ხომ ყველას ემართება - მეც, რონალდოსაც და მესისაც. ეს ცხოვრებაა, გესმით?

ხალხი თეოს თამაშს ხანდახან ძალიან მკაცრად აფასებს", - თქვა ჰოლანდიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული