ლუის სუარესი: მანჩესტერელო ფანებო, მისტვინეთ, რამდენიც გინდათ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩისთვის მზადაა.

"ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაში გარკვეული დაძაბულობა იქნება - ევრასთან ისევ შეხვედრა მომიწევს. მაგრამ უკვე შევეჩვიე, რომ გულშემატკივრები მისტვენენ.

იმედი მაქვს, განსაკუთრებული არაფერი მოხდება. რაც ადრე იყო, უნდა დავივიწყო. მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩემთვის თამაში კომფორტული არ იყოს. მაგრამ მინდა მათ ვუთხრა: თუ სტვენას დამიწყებენ, ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული იქნება", - თქვა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულს" შორის შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული