ფაბიო კაპელო: შეურაცხყოფილი ვარ!

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ჯონ ტერისთვის, მის დაუკითხავად, ნაკრების კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა.

"ფეხბურთის ასოციაციამ თავისი გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მომაყენა, ამასთან, ეჭვქვეშ დააყენა ჩემი ავტორიტეტი. მე აღმაშფოთა მათმა მოქმედებამ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ანგლოსაქსურ სამართლიანობას: ისინი დაუღალავად აცხადებენ, რომ ადამიანი უდანაშაულოა იქამდე, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება.

ტერისთან დაკავშირებით მათ სერიოზული შეურაცხყოფა მომაყენეს და თან გუნდში პრობლემები შექმნეს. ასეთი რამ არასოდეს მომითმენია, ამიტომაც წასვლის გადაწყვეტილება იოლად მივიღე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი კაცი... უდიდესი პატივისცემის ღირსია....
თემური
11:38 09-02-2012
0
ვაჟი ყოფილხარ ვაჟური...
kopala
12:43 09-02-2012
0

სიახლეები პოპულარული