როი კინი: უეინ რუნი ცხვირს სხვის საქმეში ყოფს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა მანჩესტერელთა ფორვარდ უეინ რუნის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ინგლისის ნაკრებს სათავეში ჰარი რედნაპი უნდა ჩაუდგეს, კომენტარი გააკეთა.

"უეინი ცხვირს სხვის საქმეებში ყოფს, ამის გაკეთება კი არ ღირს. კაპელოს გადაწყვეტილებით კი აღტაცებულები უნდა ვიყოთ.

ტერისთვის კაპიტნობის ჩამორთმევის შემდეგ კაპელო თავს რეპუტაციაშელახულად გრძნობდა. მაგრამ ამასთან, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა", - განუცხადა კინმა ბრიტანულ პრესას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული