ფაბიო კაპელო: მადლობა ინგლისს და ინგლისელებს!

AutoSharing Option
ფაბიო კაპელო, რომელმაც 8 თებერვალს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მოულოდნელად დატოვა, ოფიციალური განცხადებით წარსდგა, სადაც ინგლისელებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, ნაკრების შტაბსა და ინგლისის საფეხბურო ასოციაციას იმ პროფესიონალიზმისთვის, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში ავლენდნენ. წარმატებებს ვუსურვებ მათ სპორტული მიზნების მიღწევაში,

განსაკუთრებით მადლიერი ვარ გულშეამტკივრების, რომლებიც გამუდმებით მხარში ედგნენ მეც და გუნდსაც.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ნაკრებში ჯონ ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა გახდა, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კაპელოსთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული