ფაბიო კაპელოს ადგილს სტიუარტ პირსი დაიკავებს

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ოლიმპიური გუნდის მთავარი მწვრთნელი სტიუარტ პირსი ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს ჰოლანდიიასთან ამხანაგური მატჩის დროს უთავკაცებს. ამის შესახებ ცნობას გაზეთი The Guardian ავრცელებს.

"პირსი ნაკრების ფეხბურთელებს კარგად იცნობს. ერთი პერიოდი ის კაპელოსთან ერთად მუშაობდა. 100% პროცენტით ვენდობით მას", - განაცხადა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა დევიდ ბერნსტაინმა.

ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ლონდონში "უემბლის" სტადიონზე 29 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული