რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 38 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში დებიუტი 1991 წლის მარტში ჰქონდა, "ალისფერი ეშმაკების" მაისურით თავის 22-ე სეზონს ჩაატარებს.

ამ დროის განმავლობაში უელსელმა 898 მატჩი ჩატაარა და 162 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ჩემპიონი 12-ჯერ გახდა, ოთხჯერ ინგლისის თასი მოიგო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, თითოჯერ უეფას სუპერთასს, საკონტინენტთაშორისო თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ამ ამბავთან დაკავშირებით გიგზმა განაცხადა:

"როდესაც ჩემი პირველი კონტრაქტი გავაფორმე, ვერცკი ვიფიქრებდი, რომ "მანჩესტერ
იუნაიტედში" 22 წლის განმავლობაში ვითამაშებდი. თუმცა თავს კარგად ვგრძნობ და ვიცი, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.

მე-19 საჩემპიონო ტიტულის მოგება რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ კვლავ წინსვლას ვაპირებთ და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიქნები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული