ამ მიზნით აღმასრულებელი კომიტეტი მრგვალ მაგიდას პარასკევს, 17 თებერვალს მიუჯდება.
ბუნებრივია, რომ პირველ ეტაპზე ლაპარაკი იქნება მხოლოდ პოტენციურ კანდიდატებზე. გადაწყვეტილებას ჯერ არ უნდა ველოდოთ.
უკვე გაცნობეთ, რომ უმთავრეს კანდიდატად “ტოტენჰემის” თავკაცი ჰარი რედნაპი მიიჩნევა... უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მიიჩნეოდა, რადგან 65 წლის მწვრთნელის თქმით, იმ მხარდაჭერის შემდეგ, რაც კლუბმა მას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაუწია, მისი მხრიდან ნაკრების
იქამდე კი სანამ “ფეხბურთის მამები” კონკრეტულ კანდიდატურაზე შეჩერდებიან, ინგლისის ნაკრების დროებით დამრიგებლად სტიუარტ პირსი დაინიშნა.
49 წლის სპეციალისტი კაპელოს შტაბშიც შედიოდა, ამჟამად კი 21-წლამდელთა გარდა და ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავთ. ასე რომ, სტიუარტის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე არავინ ფიქრობს. მას თავისი საქმეც ძალიან ბევრი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"