კეიტმა ინტერი აღიარა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა დირკ კეიტმა აღიარა, რომ მისით იტალიური "ინტერი" იყო დაინტერესებული. ამ ინიციატივის ავტორი მილანური გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი გახლდათ, ვინც 30 წლის კეიტის შესაძლებლობებს კარგად იცნობ, რადგან დირკს მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდულ კლუბში ოთხი სეზონი აქვს ჩატარებული. თუმცა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი აცხადებს, რომ არც წასვლა უნდოდა და "ლივერპულში" დარჩენითაც ბედნიერია.

"რა დასამალია, "ინტერთან" მოლაპარაკებები მქონდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა შენს გადაბირებას ცდილობს ესოდენ პრესტიჟული კლუბი, სადაც მწვრთნელად ის კაცი მუშაობს, რომელმაც ინგლისში ჩამოგიყვანა. რაფა ბენიტესთან დღესაც საუცხოო ურთიერთობა
მაკავშირებს.

თუმცა, "ლივერპულის" ხელმძღვანელებმა თქვეს, დირკ კეიტი არ იყიდებაო. ასე რომ ახლა სწორედ იმ გუნდში ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო", - თქვა კეიტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული