კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა თავდამსხმელის საქციელი, რომელმაც პატრის ევრას ხელი არ ჩამოართვა.
რამდენიმე დღის წინ სუარესმა პირობა მისცა "ლივერპულის" თავკაცებს, რომ ფრანგს ხელს ჩამოართმევდა, მაგრამ რატომღაც ამის გაკეთება გადაიფიქრა.
წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის კლუბის იურისტები ფეხბურთელის კონტრაქტის შესწავლას აპირებენ, რომ სუარესს დისციპლინარული სანქციები დააკისრონ.