შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, რადგან ექიმებმა ნაწლავების დაავადება აღმოუჩინეს და ურჩიეს, რომ თუკი მასთან საბოლოოდ გამკლავება გსურს, უმჯობესი იქნება, თუკი აქტიურ ფეხბურთს დროებით, მაგრამ მაინც ჩამოშორდებიო. ფეხბურთელი მთლად უსაქმოდ რომ არ დარჩენილიყო, სერ ალექს ფერგიუსონმა თანამემამულეს ახალი ფუნქცია გამოუნახა.
ფლეტჩერი უორენ ჯოისს "მანჩესტერის" რეზერვისტთა საწვრთნელ პროცესში ეხმარება. მიუხედავად
ამ დღეებში კი საბოლოოდ გაირკვა, რომ 28 წლის შუახაზელი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილსაც გამოტოვებს და "მანიუსთან" ერთად მზადებას ზაფხულზეღა შეუდგება. "მედიკამენტებით მკურნალობას დღემდე ვაგრძელებ და უწინდებურად არ ვვარჯიშობ.
ჩემი მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, - დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ როცა მინდორზე დავბრუნდები, 100%-ით ჯანმრთელი ვიქნები. რამდენჯერმე ვცადე სხვანაირად მოვქცეულიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თუკი მკუნალობას ბოლომდე ჩავიტარებ, "მანჩესტერ იუნაიტედიც" და შოტლანდიის ნაკრებიც ამით მხოლოდ მოიგებენ. ჯოისს საწვრთნელ პროცესში ყოველდღე ვეხმარები და ამით უზარმაზარ სიამოვნებას ვღებულობ.
შესანიშნავია, როცა შენი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების შანსი გეძლევა. სახლში ფეხბურთის ყურების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რაც დრო გადის, ნოსტალგია თანდათან მიძლიერდება. მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავბედე სტადიონზე მისვლა და ფეხბურთის ტრიბუნებიდან ყურება," - განუცხადა ფლეტჩერმა "სკოტიშ სანს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"